ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილები 17-18 წლის ბიჭები არიან.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.