თერჯოლაში, სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვნები ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.