ხაშურში საავადმყოფოს მედპერსონალმა გაფიცვა შეწყვიტა.
ერთ-ერთი თანამშრომელის განცხადებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მათ სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვას დაპირდა.
საზოგადოებრივის ცნობით, კლინიკის თანამშრომელი ამბობს, რომ საავადმყოფოში სექტემბრიდან ახალი კომპანია „ევექსი“ შემოდის და როგორც მისმა წარმომადგენელმა გაფიცულ ექიმებს განუმარტა, სახელფასო დავალიანების დაფარვის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ამჟამინდელ მფლობელს „ალიანს მედ სერვისს“ ეკისრება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „ალიანს მედ სერვისს“ არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, მაშინ უახლოეს პერიოდში „ევექსი“ გადაიხდის სახელფასო დავალიანებას.
ხაშურის საავადმყოფოში თანამშრომელთა ხელფასების რაოდენობა 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში საავადმყოფოს ექიმები დღეს დილით, სახელფასო დავალიანების ჩარიცხვის მოთხოვნით გაიფიცნენ.