ხობის რაიონში, სოფელ ხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი იმ კომპანიის თანამშრომლებს შეეჯახა, რომელსაც სოფელში ბუნებრივი აირის მილები გაჰყავს.
19 წლის, წარმოშობით ხონელი მამაკაცი გარდაიცვალა და ის ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს, მეორე თანამშრომელი კი, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო, ქუთაისის ჰოსპიტალშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.