რუსეთი დღეს ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკრაინაში, კერძოდ სევასტოპოლში, სევასტოპოლისა და ყირიმის პრორუსულმა ორგანიზაციებმა სცადეს, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, სევატოპოლში საზეიმო მიტინგის ჩატარების მცდელობა და საზეიმო მარშით ქალაქის ქუჩებში გავლა მილიციამ და სპეცდანიშნლების რაზმმა აღკვეთეს.
"ფიზიკური ძალის გამოყენებით, მილიციის თანამშრომლებმა ადამიანები კედელთან მიაყენეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშავს, რომ მიტინგის ჩატარების განზრახვის შესახებ სევასტოპოლისა და ყირიმის პრორუსულმა ორგანიზაციებმა ქალაქის ადმინისტრაციას ადრევე მიმართეს და მიტინგის ჩატარების ნებართვა ითხოვეს. ქალაქის ადმინისტრაციამ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.
მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვლადიმერ ტიუნინი აცხადებს, რომ "ადმინისტრაციის მიერ მიტინგის ჩატარებაზე უარის თქმა არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ ხალხს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა აუკრძალო. ასე გვიკრძალავდნენ ჩვენ ამ დღის აღნიშვნას 2007 და 2008 წლებშიც".
თუმცა უკრაინელმა სამართალდამცავებმა შეკრებილებს ბოლოს მაინც მისცეს ვიწრო ქუჩაზე გავლისა და ცენტრში მარადიული ცეცხლის მემორილთან ყვავილების მიტანის საშუალება.