ბახმაროში, სანატორიუმის მიმდებარედ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მანქანის დაგორება გახდა.
ჩოხატაურის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევა.