სურამში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.