ყაზბეგში ქმარმა ცოლი მოკლა.
როგორც ირკვევა, ქალი ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
დანაშაულის მოტივი სავარუდოდ ეჭვიანობა გახდა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.