ბათუმში ახალგაზრდა ქალი ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
ექიმების ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას სამედიცინო მომსახურებას ამ წუთებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში უწევენ.
შსს-ს ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება 19-108-ე, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.