ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში, ავტონაწილების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
შსს-ც ცნობით, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ -ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.