გვიან ღამით, ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანონი ბასილაძის თქმით, დაზარალებულებს პირველადი დახმარება უტარდებათ, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ფოტო: აჭარის ტელევიზია