ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 2 ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
საბრძოლო მასალები აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში გუდაუთაში, გუშინ აფეთქდა. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, მათგან 27 რუსეთის მოქალაქეა. აფეთქების შემდეგ, სამ ადამიანს ეძებდნენ.
აფეთქება იმიდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე შენობები დააზიანა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქებამ ტურისტების შეშფოთება გამოიწვია. მათი ინფორმაციით, რუსი ტურისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას ტოვებენ და დასასვენებლად სოჭში მიემგზავრებიან.