ბათუმში, გვიან ღამით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 35-წლამდე ასაკის პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი, პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციელი გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა.
სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო.
შსს-ს ცნობით, პოლიციელის დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა ამბობენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს.