აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია. სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისს აეროპორტში რამდენიმე 11:40 საათზე წინ დაეშვა. კლინტონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილზე 20 წუთით ადრე დაეშვა.
ჰილარი კლინტონი თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გირგოლ ვაშაძე და მისი პირველი მოადგილე გიგი ბოკერია დახვდნენ.
თბილისში პირველ შეხვედრას კლინტონი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან გამართავ, სადაც ის პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრება
15:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახე, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახულ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.
15.45 საათზე კი ჰილარი კლინტონი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციის ლიდერი გიორგი თარგამაძე და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიიდან "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიასთან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 18:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამეგზავრება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპული ტურნის ფარგლებში 1-4 ივლისს უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთსაც სტუმრობდა.