ბათუმში, კლუბ „სექტორ 26-ში“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. იგი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.