მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 250 ჰექტარზე გავრცელდა.
ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები გუშინ გვიან ღამით თითქმის 4 საათი ახორციელებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა.
ხანძარს ზარალი არ მიუყენებია, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივებს მარცვლეული კულტურების მოსავალი უკვე აღებული ჰქონდათ.