მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო.
შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა და მდინარიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 5კილომეტრის მოშორებით სოფელ ხიდისთავთან იპოვეს.