გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის წაღვერში არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენისა და სახანძრო მანქანების საშუალებით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სამუშაოებში მოხალისეებიც არიან ჩართული.
„ინტენსიურ რეჟიმში ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები, მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები (ტყის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივები).
მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა აცხადებს, ხანძარი ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის კერების ჩაქრობა. ტერიტორიაზე გაკეთებულია მინერალიზებული ზოლები, რომელიც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლოებით 10:00 საათზე არჯევანიძის ტყეში 1 ჰექტრამდე ტყის მასივს მოედო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია