კასპის მახლობლად ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.