ბათუმში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.