აჭარაში სასმელი წყლის მონიტორინგი მიმდინარეობს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოსო თურმანიძემ და სურსათის უვნებლობლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს სასმელ წყალზე მორიგი მონიტორინგი ჩაატარეს.
სინჯები ჩაქვის სათავე ნაგებობაზე აიღეს. რამდენიმე წერტილში აღებულ სასმელ წყალს ქიმიურ და ბაქტეოროლოგიურ მაჩვენებლებზე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია შეამოწმებს. სინჯების პასუხები 72 საათში გახდება ცნობილი.
სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა "სასურსათო პროდუქციისა და სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით ლაბორატორიული კვლევა" უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. წელს ბიუჯეტიდან პროგრამისათვის 110 ათასი ლარია გამოყოფილი.
სპეციალისტების განცხადებით, სასამელი წყალი სუფთაა და ის აკმაყოფილებს ხარისხის მოცემულ სტანდარტებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში წყლით მოწამვლის ფაქტი ბათუმში არ დაფიქსირებულა.