ამ წუთებში ხანძარის ლოკალიზებას ცდილობენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. აღნიშნულ სოფელში ცეცხლი საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა. ადგილზე თელავის სახანძრო სამაშველოს რაზმი მუშაობს. ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ყლარტიაული აცხადებს, ხანძარი მასშტაბურია და გვერდით არსებულ სახლებზე გავრცელების საშიშროებაც არსებობს. დახმარებისთვის ახმეტის სახანძრო სამსახურის მანქანებიც ჩაერთვნენ.