უზნაძის ქუჩაზე მოკული 19 წლის გოგონას, ანა ხელაძის მკვლელობის საქმეში პირველი ვერსია გაჩნდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ კონფიდენციალურმა წყარომ, მოკლულის ახლობელმა განუცხადა, მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ანაზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადა. თუმცა, წყაროს ინფორმაციითვე, მან სამართალდამცავებს სულ სხვა რამ უამბო.
„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულმა რ.ა.-მ განაცხადა, რომ საშინელებათა ფილმს უყურა, მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცა და მკვლელობაც ამის გამო ჩაიდინა. თუმცა, ჩვენ ჩვენი ვარაუდები გვაქვს. თითქმის დაზუსტებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანაზე ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა. ექსპერტები ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ როცა ანას ცხედარს ექსპერტიზა უტარდებოდა, რა თქმა უნდა, მათ კითხვები დავუსვით. გვაინტერესებდა, ანას მიყვანისას ტანსაცმელი ეცვა თუ არა. გვითხრეს, რომ ზემოთ ეცვა, ქვემოთ კი არა. მე მგონი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. თან ანას ხელები დაზიანებული ჰქონდა, როგორც ჩანს მასზე იძალადა,“ - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში წყარომ.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 17 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ფოთში დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მხულით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.