პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 15 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა 17 მაისს მიუსაჯა. მაშინაც დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
თორნიკე კაჭარავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის 15 მაისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.