თბილისის ინტერპოლისა და „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.