ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“ წევრები თურქეთში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაშავებულია, თუმცა მსუბუქად.
ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც დაშავებულები აცხადებენ, შემთხვევის დროს ეძინათ, ამიტომ ავარიის მიზეზები მათთვის უცნობია.
თურქული მედიის ცნობით, ავტობუსს, რომელშიც ძირითადად ბავშვები ისხდნენ, სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა, ბოძს დაეჯახა და გადატრილადა.
ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.