დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან დასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლისაღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია.
აქედან 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია. სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. დასრულდა ქვის ცვენისგან დაცვის სამუშაოებიც. კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა დაჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია.
უკვე დასრულდა ორი 110 მეტრიანი სიგრძის საფეხურიანი კედელი. მიმდინარეობს ხელოვნური პლაჟისმოწყობის სამუშაოები. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (კვარიათი -სარფი) მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელგადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.
სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზურაბ პატარაძე დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია დასაბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო.