რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთი ჰუმანიტარული კატასტროფისგან იხსნეს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ ბიბილოვმა მე-4 რუსულ ბაზაზე სტუმრობისას განაცხადა.
„90-იან წლებში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში მშვიდობას დაესადგურა. 2008 წელს კი ჩვენი სახელმწიფო განადგურების საფრთხის წინაშე იდგა. ისევ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაგვეხმარა, რომელმაც ნეოფაშისტი სააკაშვილი შეაჩერა,“-აღნიშნა ბიბილოვმა.