სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის მოყვარე სახელმწიფოა. ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციასთან ისტორიული პარტნიორობა აღარავის მისცემს შესაძლებლობას, საკითხები ძალისმიერი გზით მოაგვაროს. ამას ვეღარ შეძლებენ ის ქვეყნები, რომლებმაც ფაშისტური მეთოდები აირჩიეს. აქ იქნება მშვიდობა და ჩვენ ამ მშვიდობას გავუფრთხილდებით,"-აღნიშნა ბიბილოვმა.