თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის ,,ევროპა დონა საქართველო“ მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საღამო, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებასა და პრობლემების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, სასტუმროში ,,ქორთიარდ მერიოტი“ მოეწყო და მას სახელისუფლებო სტრუქტურებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექიმები და პაციენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიოზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ ირაკლი ფავლენიშვილსა და დედაქალაქის საკრებულოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნულ პროექტში მუნიციპალიტეტის ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია, რომელშიც ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ექიმები ჩაერთნენ.
აღნიშნული ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის ,,სამიზნე სიცოცლისთვის“ ფარგლებში გაიმართა.