აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
როგორც უწყებაში შესვლამდე მათ განმარტეს დღეს საქმეში არსებულ ახალ დოკუმენტებს და ვიდეო ჩანაწერებს ნახავენ, თუმცა იმის გამო რომ როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოჩანაწერები მოცულობითია და მისი ერთ დღეში გაცნობა არის შეუძლებელი, ამიტომაც დაცვის მხარე ასლების გადაცემას მოითხოვს.
„დღეს მე და ქალბატონი ლეილა მუსტაფაევა დაგვიბარეს იმისთვის, რომ მოგვეცემა საქმის გაცნობის ხელახალი შესაძლებლობა. მათ შორის ახალი დოკუმენტების და ვიდეოჩანაწერების, რაც გამოძიებას აქვს მოპოვებული. ბუნებრივია ვიდეომასალა ძალიან მოცულობითია და არის 100, 200 საათი და ამის სრულყოფილად გაცნობა არის შეუძლებელი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ასლების გადმოცემას. თუმცა რაც შესაძლებელი იქნება დროის სამუშაო მონაკვეთში, იმ მასალებს გავეცნობით,“-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.