სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის, მათ შორის გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის დაჯარიმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ავრცელებს.
მათი ცნობით, შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში.
მათივე ინფორმაციით, კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირება, ანუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებს განუცხადეს. ინსპექტორის აპარატს მიმართა პროფკავშირებმაც.
შპს ფრესკო შოპინგ ცენტრის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებს ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში", - წერია ინფორმაციაში.