10 ათასი პალმის სანაცვლოდ, ბათუში არაბი შეიხის სახელობის ხეივანი იქნება. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთს შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის ხეივნის სახელი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთიდან გამოგზავნილი 10 ათასი ძირი პალმა ბათუმში რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანეს. პალმის ნერგები დროებით ბოტანიკურ ბაღში განთავსდა, შემდგომ კი ანაკლიაში, განმუხურსა და ბათუმში დაირგა.
ძვირადღირებული პალმები აბუ დაბის შეიხის საჩუქარია საქართველოს პრეზიდენტისთვის. მსგავსი ჯიშის პალმები საქართველოში არ არის. ნაჩუქარი პალმები საუდის არაბეთის სიმბოლოა და ნარგავების დიდი ნაწილი ბათუმში ახალ ბულვარში დაირგვება.
პალმები სხვადასხვა ზომისაა, ის უკვე განათავსეს ამერიკულ ნაწილში. პალმის ნერგებს ბოტანიკურ ბაღში სპეციალისტები შესაბამის გარემოს შეუქმნიან.