ახმეტის რაიონის სოფელ მატანის მაცხოვრებლები სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ღამით თავს უცხო ადამიანი ესხმით, რომელიც დანით არის შეაირაღებული.
„ძირითადად წვიმიან ამინდებში, ღამით ჩნდება ხოლმე, 1 - 2 საათისთვის. ნიღაბი აქვს და არ ვიცით ვინ არის. მამაკაცი კი უნდა იყოს. მხოლოდ ქალებს გვაშინებს. ყელში ხელებს გვიჭერს და დახრჩობით გვემუქრება", - განაცხადეს ადგილობრივებმა.
რამდენიმე ასეთ ფაქტზე გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს. სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.