კახეთში არსებული მდინარეების დურუჯისა და კაბალის გასაწმენდად ადგილზე სპეციალურ ტექნიკას შეიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული მდინარეების სპეციფიკიდან გამომდინარე იქ ნაპირსამაგრი სამუშაოები შედეგს ვერ გამოიღებს, რის გამოც მისმა უწყებამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული ვარიანტი შეიმუშავა.
"ამ მდინარეების გასაწმენდად ადგილზე სპეციალურ ტექნიკას შევიყვანთ, რომლთა მეშვეობითაც უხვი ნალქის დროს მდინარეთა არხების ინერტული მასალებიდან გასუფთავება მოხდება" - განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე განმარტებით, კახეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის უკვე დახარჯულია 850 ათასი ლარი და არსებულმა ჯებირებმა სტიქიის დროს "კარგად იმუშავეს".