წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთის მოსახლება ხელისუფლებას მოლაპარაკებას სთავაზობს. ისინი ითხოვენ, გამოიყოს კომისია, რომელიც მათ საცხოვრებლებს შეაფასებს.
მათი განცხადებით, ყოველი გაწვიმების შემდეგ, სოფელი იტბორება და აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.
ბოლო ორი თვის მანძილზე, სოფელი ძლიერი წვიმისგან სამჯერ დაიტბორა. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ყოველი სტიქიის შემდეგ ზარალი ითვლება და ერთჯერადად ხდება ანაზღაურება. გადაწყვეტილება კი მისი თქმით, მოლაპარაკების გზით უნდა მიიღონ.
ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით მოვარდნილმა წყალმა სკოლის შენობაც დატბორა და ჟონეთიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზაც გადაკეტა.