საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა- მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერი წვიმების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.