ძლიერი წვიმის გამო, ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.
მოსახლოების თქმით, ყოველი უხვი ნალექისას ამ პრობლემის წინაშე არიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ქალაქში სანიაღვრე არხებია მოსაწესრიგებელი.
ფოთის მერის მოადგილის ლევან ჩოჩიას ინფორმაციით კი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია.