მარტვილის კანიონი გამოცემა scubadiving-მა ევროპის 8 ულამაზეს ადგილს შორის დაასახელა, სადაც ყვინთვა შეიძლება.
გამოცემა მარტივის კანიონის შესახებ ყვება და წერს, რომ ამ კანიონის ფერები სადღესასწყაულო ჩირაღდნებით განათებულ გარემოს ჰგავს ტოლკინის წიგნის ილუსტრაციიდან.
„საქართველოს უძველესი მიწა კავკასიონის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. აქ არის მღვიმეები და კანიონები, ზოგიერთი მეტად მიუდგომელია. მარტვილის კანიონს მდინარე აბაშა ქმნის“, - წერს გამოცემა.
Scubadiving ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აქ ყვინთვისთვის იდეალური ტემპერატურაა - 70-80 გრადუსი ფარენჰეიტის შკალით.
ცნობისთვის, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.