ქალაქ ონში მდინარე რიონის ადიდებამ საავტომობილო გზები და ხიდები დააზიანა.
ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოების დაწყება ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მდინარემ, ასევე, დააზიანა საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი.
ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ “ნაპერწკალას” მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის გავრცელებული ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი