გონიოში, ზღვაში 25 წლის მამაკაცს ეძებენ. დაკარგული წყალში გუშინ, საღამოს შევიდა და გაუჩინარდა.
ამასთანავე, გრძელდება ბათუმში, ზღვაში 45 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც.
თვითმხილველების თქმით, კაცი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაობდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთები იპოვეს.
ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმაა.