მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს.
ჩხოროწყუში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო.
ორი მეთევზე, რომელიც ხობისწყალის ადიდების გამო მდინარეში, პატარა კუნძულზე იყო ჩარჩენილი, რამდენიმე წუთის წინ ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს.
შეგახსნებებთ, ძლიერი წვიმების გამო, მდინარე ხობისწყალი ადიდდა, რამაც ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა.