რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღებში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
მოსახლეობა შველას ითხოვს, თუმცა ძლიერი წვიმის გამო, ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, როდესაც სტიქია ცოტა ჩაცრება, ღონისძიებები მას შემდეგ გატარდება.
„წვიმაა, ძალიან ცუდი ამინდია და წყალი მოდის ძალიან დიდი. მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. მიმდინარეობს სამუშაოები, ვითვლით ზარალს და სავარაუდოდ სამ ოთხ საათში გამავალი იქნება გზა. ველოდებით ცოტა ჩაცხრეს სტიქია და მას შემდეგ ღონისძიებებს გავატარებთ“,-განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.