მდინარე ხობისწყლის ადიდების გამო ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ორი ადამიანი, რომლებიც სათევზაოდ იყვნენ წასულნი, მდინარეში პატარა კუნძულზე ჩარჩნენ.
ჩხოროწყუს გამგებელის, დავით გოგიას განცხადებით, ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან წყლის დონე იმატებს და უკვე თითქმის კუნძულსაც ფარავს.
მისივე თქმით, წყლის დონე უფრო იწევს და უკვე კუნძულიც, ფაქტიურად, იფარება. თუმცა, მისი განცხადებით, ვერტმფერნი უკვე გამოძახებულია.