საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მიწისძვრა პირველ ივლისს დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ლაფანყური იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.4 შეადგინა.