ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანის პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის სპეციალური მარშრუტები განისაზღვრა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ავტომანქანის მართვის სწავლა შეიზღუდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.
საკრებულომ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ქუჩებზე უზრუნველყოს ჰორიზონტალური მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების განთავსება.
გადაწყვეტილებაზე კონტროლი საპატრულო პოლიციას დაევალა.