დღეს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აფხაზეთი" კონცერტს სახელწოდებით ,, მოვიარე საქართველო" გამართავს. კონცერტი ნინო რამიშვილის ასი წლის იუბილეს მიეძღვნება, სადაც სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური ცეკვები იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაა.
კონცერტი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.