მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, კვლავ არსებობს საფრთხე, რომ სოფელ ჟაბეშში მეწყერი ჩამოწვეს.
როგორც ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივს განუცხადა, შესაძლოა, სოფელში მცხოვრები 23 კომლის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
მისივე განმარტებით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და ამ დროისათვის, რაიმე სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.
„ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ახლა კვლავ წვიმს, რაც ქმნის საფრთხეს. ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად, თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოსულმა წყლის მასამ სოფელ ჟაბეშში ღელეს ადიდება გამოიწვია. ამჟამად, მოედინება წყალი და მოაქვს მიწის მასა“, - განაცხადა გამგებელმა.