ოკუპირებული ოჩამჩირის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა. საზოგადოებრივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო გენერალური პროკურატური აცხადებს, რომ დაკავებულმა, რომელსაც 30 დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სავარაუდოდ ე.წ. იზოლატორის ზედამხედველთან შეთანხმებით, საკნის გისოსები გადახერხა და მასთან ერთად მიიმალა.
ე.წ. სისხლის სამართლის საქმე იზოლატორიდან გაქცევისა და დე ფაქტო ძალოვანი თანამდებობის პირთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნებზე არის აღძრული.