ბათუმის დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა.
როგორც დელფინარიუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო, ცალკე აუზში იმყოფებიან.
"ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ.
დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანსგაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა თევზით კვებასაც დაიწყებს. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია", - ვკითხულობთ ბათუმის დელფინარიუმის განცხადებაში.